1. შეთავაზება მიერთების შესახებ უნდა მოიცავდეს:
ა) ტექნიკურ პირობას, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მიერთების დეტალური აღწერილობა, მათ შორის მიერთებისათვის საჭირო ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დეტალური აღწერა და ინფორმაცია არსებულ გადამცემ ქსელში საჭირო ცვლილებების შესახებ;
ბ) მიერთების სავარაუდო თარიღებს;
გ) მიერთების ხელშეკრულების პროექტს;
დ) განმცხადებლის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქსელზე მიერთებისათვის გადასახდელ საფასურს.
2. განმცხადებელმა გადაცემის ლიცენზიატისგან შეთავაზების მიღებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს თავისი თანხმობა დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის ლიცენზიატებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეთავაზება ავტომატურად უქმდება. აღნიშნული ვადის გასვლამდე განმცხადებლის მიერ დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია, ამ ვადის ერთჯერადად გაგრძელება გადაცემის ლიცენზიატის მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შეთანხმებით.
3. განმცხადებლის თანხმობის შემდეგ განიხილება მასთან მიერთების ხელშეკრულების გაფორმების ან შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტში ცვლილებების შეტანის საკითხ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-385(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2023
აღნიშნული გადაწყვეტილებით განიმარტა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სამთვიანი ვადის საკითხები, რომლის მიხედვით, „მიერთების თაობაზე ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ შეთავაზებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 22/04/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება