1. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ უბრუნდება, თუ:
ა) მან მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი საფასურის დაბრუნება;
ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;
გ) მან გადაიხადა საფასური, მაგრამ იგი ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირია;
დ) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისათვის და დაჩქარების გარეშე მომსახურებისათვის დადგენილ საფასურებს შორის;
ე) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას;
ვ) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე.
2. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მისი დაბრუნების მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1831 - ვებგვერდი, 03.01.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1012 – ვებგვერდი, 22.11.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.11.2021 კანონი №1012
- 24.12.2013 კანონი №1831
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური მთლიანად ან ნაწილობრივ უბრუნდება, თუ: ა) მან მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი საფასურის დაბრუნება; ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; გ) მან გადაიხადა საფასური, მაგრამ იგი ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირია; დ) დაჩქარებული მომსახურება არ განხორციელდა დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისათვის და დაჩქარების გარეშე მომსახურებისათვის დადგენილ საფასურებს შორის; ე) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას; ვ) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე. 2. საფასურიდაინტერესებულ ბრუნდებაპირს დაინტერესებულიგადახდილი პირისსაფასური მისი დაბრუნების მოთხოვნიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.ვადაში მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.უბრუნდება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 2, 04/01/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება