„საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №12

2014 წლის 24 აპრილი

ქ. ბათუმი


 

„საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულო ადგენს:

1. „საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 06 აგვისტოს №46 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შავშეთისა და ბაქოს ქუჩების გადაკვეთიდან იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებულ წრიულამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს, იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩის კვეთასთან არსებული წრიულიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კვეთამდე ილია ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს, ილია ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩისა და მისი გაგრძელების წარმოსახვითი ხაზის გავლით შავი ზღვის სანაპირომდე ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის კენტ მხარეს, აღნიშნული ადგილიდან ზღვის სანაპიროს გავლით შავშეთის ქუჩის გაგრძელების წარმოსახვით ხაზთან გადაკვეთამდე ზღვის სანაპიროს ჩათვლით და აღნიშნული ადგილიდან წარმოსახვითი ხაზის შავშეთის ქუჩასთან შეერთებამდე მოქცეულ ტერიტორიულ ზონაში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობაზე, გარდა საარჩევნო კამპანიის მიზნებისათვის, საარჩევნო პერიოდში თვითმმართველი ქალაქ ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით განთავსებული დროებითი ნაგებობებისა და იმ შენობა-ნაგებობებისა, სადაც განთავსებულია საარჩევნო სუბიექტების ოფისები (ტექსტური ნაწილი);“.

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ პუნქტი:

„31. დადგენილების მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები არ ვრცელდება ამ პუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობების ფანჯრების, ვიტრაჟებისა და სხვა ღიობების მინების შიდა მხრიდან პლაკატების განთავსებაზე.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი