ამ კონვენციის 24-ე მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით შეუძლია განსაზღვროს, თუ რომელ ორგანოებს განიხილავს როგორც სასამართლო ორგანოებს კონვენციის მიზნებისთვის. მომავალში სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეცვალოს თავისი განცხადების პირობები.“.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი, კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2014.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/05/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება