სს „ლომისისათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2249
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2249

2011 წლის 18 ნოემბერი

  ქ. თბილისი

ს ს „ლომისი სათვის“გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 7 1 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს ს ს „ლომისი სათვის“ გაცემული წიაღით სარგებლობის ლიცენზიაში(სერია 20,ნომერი 0744,ტიპი IIQ)ცვლილების შე ტანა, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი წიაღისეულის (მიწი ს ქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება) ოდენობა,ნაცვლად 30 მ3/სთ-ისა,განისაზღვროს დღე-ღამეში არა უმეტეს 4 080 (ოთხი ათას ოთხმოცი) კუბ. მეტრით, ხოლო ჯამში ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდ ში – არა უმეტეს 5 650 770 (ხუთი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათას შვიდას სამოცდაათი) კუბ. მეტრით.

2. ს ს „ლომისი“ ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის (მიწი ს ქვეშა მტკნარი წყ ა ლი) გაზრდილ ი ოდენობ ისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს 510 000(ხუთას ათი ათასი) ლარი.

3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სს „ლომისი“ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდას უზრუნველყოფს ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ2 (ორი) თვის ვადაში.

 

პრემიერ- მინისტრი                                                    ნიკა გილაური