საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2269
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 18/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2269

2011 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სტაჟირების შესარჩევი კონკურსების, აგრეთვე სხვა პროექტების განხორციელებისათვის სსიპ – ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ სპეციალურ სწავლებასთან დაკავშირებული მომსახურებების, კერძოდ სხვადასხვა სახის ტესტების (არავერბალური ინტელექტის საკვლევი ტესტების, პიროვნების საკვლევი კითხვარების, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებებისათვის შესარჩევი ტესტების/პრაქტიკული დავალებების, ზოგადი (ვერბალური და რაოდენობრივი) უნარების ტესტების, ყურადღების, მეხსიერების და ვიზუალური აღქმის დიაგნოსტირების ტესტების), აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამული უზრუნველყოფის, კერძოდ – სხვადასხვა სახის ტესტირებების ელექტრონული პროგრამების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

 

    პრემიერ-მინისტრი                                                                                ნიკა გილაური