შპს „საქართველო-ურბან ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1953
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 08/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №1953

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველო-ურბან ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისსასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1.    „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს N659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ,მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ შპს „საქართველო-ურბან ენერჯის“ 2013 წლის 31 დეკემბრამდე სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადასცეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 400 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი(მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №63.14.34.008) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში არსებული 256 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №63.14.34.007), წლიური ქირით – 100 ლარის ოდენობით.

2.    სასყიდლიანი აღნაგობის ვადის გასვლის შემთხვევაში შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“ არ მოითხოვს ანაზღაურებას სახელმწიფო საკუთრება შ ი არსებულ მიწის ნაკვეთ ებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდ ებ ი – №№63.14.34.008, 63.14.34.007აღმართული ნაგებობისათვის და უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს საკუთრებაში.           

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                 ნ. გილაური