მუხლი 2. წინამდებარე კონვენციის გამოყენება ტერორიზმის დაფინანსებასთან მიმართებაში
თავი II — ტერორიზმის დაფინანსება
1. კონვენციის თითოეულმა მონაწილემ უნდა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც შესაძლებელია აუცილებელი გახდეს, რომ მას საშუალება მიეცეს გამოიყენოს წინამდებარე კონვენციის III, IV და V თავების დებულებები ტერორიზმის დაფინანსებასთან მიმართებაში.
2. კერძოდ, თითოეულმა მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ მას აქვს უკანონო ან უკანონო წარმოშობის ქონების ან ამ დანაშაულით მიღებული შემოსავალის, მოძიების, გამოვლენის, ამოცნობის, დაყადაღების, ამოღების და კონფისკაციის შესაძლებლობა, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ, გამოიყენება ან გამოყოფილია ნებისმიერი გზით გამოსაყენებლად ტერორიზმის დასაფინანსებლად და უზრუნველყოს ამ მიზნით თანამშრომლობა მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“, მუხლი 2, №16.05.05, 16.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2345907/muxli-2/