1. 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი წინასწარი ზომების შესრულების შემდეგ, მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ უშუალოდ და შეძლებისდაგვარად სწრაფად, მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რამაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს ან შეცვალოს ამ ზომების მოცულობა. მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ დაყოვნების გარეშე ასვე უნდა მიაწოდოს ყველა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც მოითხოვა მოთხოვნის წარმდგენმა მონაწილემ და რომლებიც აუცილებელია წინასწარი ზომების იმპლემენტაციისათვის და შესრულებისათვის.
2. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი წინასწარი ზომის შეწყვეტამდე, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ, როდესაც შესაძლებელია, მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს შესაძლებლობა უნდა მისცეს წაროადგინოს მისი მიზეზები ზომის გაგრძელების სასარგებლოდ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“, მუხლი 22, №16.05.05, 16.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2345907/muxli-22/