1. მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით თანამშრომლობის შესახებ თხოვნის განხილვის დროს, მოთხოვნის მიმღებმა მონაწილემ უნდა აღიაროს მოთხოვნის წარმდგენ კონვენციის მონაწილის ტერიტორიაზე გამოტანილი ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება.
2. გადაწყვეტილების აღიარებაზე უარი შესაძლებელია თუ:
a) მესამე მხარებს არ ჰქონდათ მათი უფლებების დასაცავად სათანადო შესაძლებლობა; ან
b) ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მონაწილე სახელმწიფოში უკვე გამოტანილ ანალოგიურ გადაწყვეტილებას; ან
c) ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღებ მონაწილის საზოგადოებრივ წესრიგს; ან
d) გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოთხოვნის მიმღები მონაწილის სამართლით გათვალისწინებული განსაკუთრებული იურისდიქციის შესახებ დებულებების საწინააღმდეგო.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“, მუხლი 32, №16.05.05, 16.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2345907/muxli-32/