1. მოთხოვნის მიმღებ მონაწილეს შეუძლია მოთხოვნის შესრულება გახადოს იმ პირობაზე დამოკიდებული, რომ მოპოვებული ინფორმაცია ან მტკიცებულება მისი წინასწარი თანხმობის გარეშე, არ იქნეს გამოყენებული ან გადაცემული მოთხოვნის წარმდგენი მონაწილის ორგანოების მიერ გამოძიებისათვის ან სამართალწარმოებისათვის, იმათ გარდა რაც მითითებულია ამ მოთხოვნაში.
2. თითოეულ სახელმწიფოს ან ევროპის გაერთიანებას, კონვენციის ხელმოწერის დროს ან მისი რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების დოკუმენტის დეპონირებისას, შეუძლია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით განაცხადოს, რომ მისი წინასწარი თანხმობის გარეშე, მის მიერ ამ თავის მიხედვით მიწოდებული ინფორამაცია ან მტკიცებულება, არ შეიძლება გამოყენებული ან გადაცემული იქნას მოთხოვნის წარმგენი მონაწილის ორგანოების მიერ გამოძიებაში ან სამართალწარმოებაში, იმათ გარდა რომლებიც მითითებულია მოთხოვნაშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“, მუხლი 42, №16.05.05, 16.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2345907/muxli-42/