1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, კონვენციის მონაწილეებთან კონსულტაციების შემდეგ, შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია ამ კონვენციის შემუშავებაში, შეუერთდეს მას. გადაწყვეტილება მიიღება ევროპის საბჭოს წესდების მე-20(d) მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობით და იმ მონაწილეთა წარმომადგენლების ერთსულოვანი თანხმობით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან წარმოდგენილნი იყვნენ მინისტრთა კომიტეტში.
2. ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც კონვენციას უერთდება 1-ლი პუნქტის შესაბამისად, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისთვის შეერთების დოკუმენტის დეპონირების თარიღიდან მომდევნო სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ თვის პირველ დღე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია“, მუხლი 50, №16.05.05, 16.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016247 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2345907/muxli-50/