„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1038
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1038

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებაში და მე‑4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) 2011 წლის 11 თებერვლამდე №2 დანართით განსაზღვრულ ვაუჩერის მოსარგებლეებზე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ აქტიურ მომხმარებელზე – 20 ლარი) გადარიცხვა, ხოლო N21 დანართით განსაზღვრულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებზე სათანადო თანხების (ერთ ოჯახზე – 20 ლარი) – 2011 წლის 1 ივნისამდე გადარიცხვა. ამავდროულად, სოციალური დახმარების მიმღებად განისაზღვროს №21 დანართით განსაზღვრულ ოჯახში უხუცესი წევრი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ემთხვევა უხუცესი წევრების დაბადების თარიღი, მიმღებად განისაზღვროს რიგით პირველივე უხუცესი წევრი.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ნ. გილაური