უძრავი ქონების საამზომველო ხელსაწყოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2043
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №2043

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

უძრავი ქონების საამზომველო ხელსაწყოების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მთავრობის მიერ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოზე დელეგირებული  უფლებამოსილებებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს მიერ  მიწის (უძრავი ქონების) პრივატიზების ან სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, საპრივატიზებო ან/და სარგებლობის უფლებით გადასაცემი მიწის (უძრავი ქონების) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად აზომვისა და რეგისტრაციის განსახორციელებლად:

1. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტომ  განახორციელოს მიწის (უძრავი ქონების)  საამზომველო ხელსაწყოების  სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს  2011 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოსთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ან/და ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                         ნ. გილაური