„ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2612
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2612

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი‑მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის№550 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შე საბამისად, „ქ უთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი‑მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასა ბუ თების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის№550 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

ა) „ა“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 2011-2012 წლებში უზრუნველყოს ქუთაისი-ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი‑მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექ ნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადება, გარემოზე ზემოქმედების ანალიზისა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტის ჩათვლით (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად;“;

ბ)დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ქვე პუნქტი:

„დ) 2012 წელს შესასყიდი მომსახურების დაფინანსება განახორციელოს„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის„გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური