ქ. ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30 სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2056
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №2056

2011 წლის 21 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30 ‑სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდ მა:

ა) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 ნაწილი II“ პროექტის ფარგლებში 2011–2012 წლებში უზრუნველყოს ქ. ფოთში მალთაყვის ტერიტორიაზე მშენებარე 30‑სახლიანი საცხოვრებელი უბნის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების შესრულება;

ბ) 2011 წელს შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია“ (ევროკავშირი) მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 05 04) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულებით 2012 წელს შესასრულებელისამშენებლო სამუშაოების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

პრემიერ-მინისტრი           ნ. გილაური