იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1112
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 24/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1112

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

 ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ,,საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 სექტემბრის №599, ,,საომარი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის გარკვეული დახმარების გაწევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 სექტემბრის №603, ,,რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №753, ,,რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის №535 განკარგულებებით გამოყოფილი თანხებითა და ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან 2008 წელს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის შეძენილი საყოფაცხოვრებო ნივთებიდან დარჩენილი, გამოუყენებელი ნაწილი გაიცეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის, უსასყიდლოდ, მათი საჭიროებების გათვალისწინებით.

 პრემიერ-მინისტრი                                                                   ნ. გილაური