ბენეფიციარი ვალდებულია:
ა) აამოქმედოს ამ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხით შექმნილი ახალი საწარმო პირველი ტრანშის მიღებიდან არა უგვიანეს 24 თვის ვადაში;
ბ) უზრუნველყოს ახალი საწარმოს ამოქმედებიდან 24 თვის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ბიზნესგეგმით (პროექტით) განსაზღვრული მოცულობის წარმოება შემდეგი პირობებით:
ბ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში - წარმოების განსაზღვრული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;
ბ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში - წარმოების განსაზღვრული წლიური მოცულობის არანაკლებ 50%-ის წარმოებ