საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№934
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/06/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგ უ ლება №934

2014 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად , მიეცეს თანხმობა საქართველოს მთავ რობის კანცელარიას, რომ შპს „მისტერ ქუუქს“(ს/კ 404385713 ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის სარგებლობაში არსებული საქართველოს მთავრობის კანცე ლა რიის ადმინისტრაციულ შენობაში (შენობა-ნაგებობა №1; (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.15.05.063.002) არსებული სასადილო, საერთო ფართობით 476 მ2 (მე-2 სართულზე არსებული 396 მ2 და პირველ სართულზე არსებული 80 მ2 ფართობი).

2. საქართველოს მთავრობის კანცელარიამ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი   ი . ღარიბაშვილი