აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას კონსერვატორია პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს.

სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.

სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას გაიცემა სათანადო მოწმობა.

მოკლევადიანი, ინტენსიური სასერტიფიკატო კურსის დასრულებისას გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, ეძლევა სათანადო მოწმობა.