წინა რედაქცია (26.07.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი 2007 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) „ინსტრუქცია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის შექმნისა და მუშაობის წესის შესახებ“; გ) „პირველადი ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარებისა და დასკვნის გაცემის წესის შესახებ“; დ) „არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“; ე) „არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის ფორმის დამტკიცების თაობაზე“; ვ) (ამოღებულია);(ამოღებულია - 12.10.2007, №5390); ზ) „ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ამბულატორიულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღრიცხვისა და აღრიცხვიდან მოხსნის, მათზე მეთვალყურეობის წესის შესახებ“; თ) „ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის გაცვლის სპეციალური ფორმისა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის შესახებ“; ი) „ინსტრუქცია ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ“; კ) „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“. საქართველოს 2007 წლის 12 ოქტომბრის კანონი №5390 - სსმ I, №34, 24.10.2007 წ., მუხ.359მუხ.3
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“, მუხლი 28, №3451, 14.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 470.080.000.05.001.002.359 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24178/muxli-28/