(i) 29-ე მუხლში ნახსენები 30 სახელმწიფოსათვის ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან;
(ii) ყოველი სხვა სახელმწიფოსათვის ამ სახელმწიფოს მიერ ისმო-ს გენერალური დირექტორისათვის თავისი დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ;
(iii) ევროპის გაერთიანებისათვის სარატიფიკაციო ან ხელშეკრულებასთან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარების თარიღიდან სამი თვის შემდეგ, თუ ეს დოკუმენტი შესანახად ჩაბარდა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ 29-ე მუხლის შესაბამისად, ან ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ, თუ ეს დოკუმენტი შესანახად ჩაბარდა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე;
(iv) ნებისმიერი სხვა სამთავრობათაშორისო ორგანიზაციისათვის, რომელიც დაშვებულია ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობის მისაღებად, ხელშეკრულებასთან მიერთების დოკუმენტის შესანახად ჩაბარებიან სამი თვის შემდე