სავალდებულო ეგზემპლარის მიმღები დაწესებულება და ორგანიზაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან:
ა) აწარმოონ სავალდებულო ეგზემპლარის ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური რეგისტრაცია;
ბ) გამოსცენ მიმდინარე სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები ამ კანონით დადგენილი დოკუმენტების სახეობების მიხედვით;
გ) გააკონტროლონ სავალდებულო ეგზემპლარის მიღება და დაცვა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
დ) უზრუნველყონ სავალდებულო ეგზემპლარის საყოველთაო ხელმისაწვდომობა მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით;
ე) მიღებული სავალდებულო ეგზემპლარების ბაზაზე შექმნან მონაცემთა ინტეგრალური ბიბლიოგრაფიული ბაზები და ამ მიმართულებით კოორდინირებულად იმუშაონ საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებთან;
ვ) დაიცვან ელექტრონული გამოცემა მომავალი თაობებისათვის გამოსაყენებელ მდგომარეობაში; უზრუნველყონ ფასიანი ელექტრონული გამოცემის ხელმისაწვდომობა თავიანთ სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტის ეროვნული მიმღების რეგისტრირებული მკითხველებისთვის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №659 - ვებგვერდი, 10.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.04.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.04.2017 კანონი №659
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (18.08.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. სავალდებულო ეგზემპლარის მიმღების მოვალეობები სავალდებულო ეგზემპლარის მიმღები დაწესებულება და ორგანიზაცია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან: ა) აწარმოონ სავალდებულო ეგზემპლარის ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური რეგისტრაცია; ბ) გამოსცენ მიმდინარე სარეგისტრაციო ბიბლიოგრაფიული მაჩვენებლები ამ კანონით დადგენილი დოკუმენტების სახეობების მიხედვით; გ) გააკონტროლონ სავალდებულო ეგზემპლარის მიღება და დაცვა მოქმედი სტანდარტების შესაბამისად; დ) უზრუნველყონ სავალდებულო ეგზემპლარის საყოველთაო ხელმისაწვდომობა მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით; ე) მიღებული სავალდებულო ეგზემპლარების ბაზაზე შექმნან მონაცემთა ინტეგრალური ბიბლიოგრაფიული ბაზები და ამ მიმართულებით კოორდინირებულად იმუშაონ საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებთან; ვ) დაიცვან ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტისგამოცემა სავალდებულო ეგზემპლარი მომავალი თაობებისათვის გამოსაყენებელ მდგომარეობაში; უზრუნველყონ ფასიანი ავტონომიური ელექტრონული დოკუმენტისგამოცემის სავალდებულო ეგზემპლარის ხელმისაწვდომობა თავიანთ სამკითხველო დარბაზებში დოკუმენტის ეროვნული მიმღების რეგისტრირებული მკითხველებისთვის საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 18/08/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება