„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№170
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.554
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 118, 01/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №170

2006 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

 მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №95, მუხლი 816)  დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-12 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ.ა“ ,,ვ.ბ“ ,,ვ.გ“ და „ვ1“ ქვეპუნქტები:

„ვ.ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის პირველი სამსახური;

ვ.ბ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მეორე სამსახური;

ვ.გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის მესამე სამსახური;

1) ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველო.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-19 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი.

3. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახურების ამოცანებია:

ა) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობისა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტების მომზადება;

გ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშვება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა.“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

     „მუხლი 201

ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოს ამოცანებია:

ა) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და მის ოქმებთან, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება;

ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) რომის 1950 წლის 4 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი ოქმების, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.”.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                        ზ. ნოღაიდელი