1. საარბიტრაჟო ტრიბუნალი საარბიტრაჟო განხილვას დასრულებულად აცხადებს ბოლო ზეპირი მოსმენის ან მხარეთა მიერ ბოლო დაშვებული პოზიციის წარმოდგენის შემდეგ.
2. საარბიტრაჟო განხილვის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ არ დაიშვება დამატებითი პოზიციების, არგუმენტების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალი დაუშვებს ასეთ შესაძლებლობას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები, კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2014.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/09/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება