წესების შესაბამისად განსაზღვრული ან წესებით დადგენილი ვადების ათვლა უნდა დაიწყოს იმ რიცხვის მომდევნო დღიდან, როდესაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად წესების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, აღნიშნული რიცხვის მომდევნო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მომდევნო სამუშაო დღიდან. ვადის გამოთვლისას გაითვალისწინება ოფიციალური დასვენების დღეები და არასამუშაო დღეები. თუ მინიჭებული შესაბამისი ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადა იწურება მომდევნო პირველი სამუშაო დღის დასრულებისას.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები · რედაქცია 11.09.2014
მუხლი 5. ვადები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი
- მუხლი 2. მოქმედების სფერო
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. შეტყობინებები და კომუნიკაციები
- მუხლი 6. საარბიტრაჟო განაცხადი
- მუხლი 7. პასუხი საარბიტრაჟო განაცხადზე
- მუხლი 8. შეგებებული სარჩელი
- მუხლი 9. რეგისტრაციის საფასური
- მუხლი 10. საარბიტრაჟო შეთანხმების შემოწმება
- მუხლი 11. საქმეთა გაერთიანება და საარბიტრაჟო დავაში მესამე პირის ჩართვა
- მუხლი 12. არბიტრთა რაოდენობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები, კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2014. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/09/2014.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები“, მუხლი 5, №0, 11.09.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2499572/muxli-5/