თავი VIII — გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა. პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებია:
ა) სამინისტრო, რომელიც:
ა.ა) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის შესაბამისად ასრულებს სახელმწიფო საკოორდინაციო ცენტრისა და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებს;
ა.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მართვასა და კონტროლს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში;
ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას;
ა.დ) აწარმოებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს;
ბ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1696);
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც:
გ.ა) ახორციელებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს;
გ.ბ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა მოიცავს:
ა) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
ბ) გარემოსდაცვითი მოთხოვნების, გარემოს დაცვის ნორმების, სახელმწიფო სტანდარტების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და ვეტერინარული მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
გ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ანგარიშგების ობიექტურობის/სისწორის კონტროლს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების კონტროლს.
3. თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობით შეიქმნა ან შეიძლება შეიქმნას პოტენციური საშიშროება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება ამ საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ.
4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1696
–
ვებგვერდი, 14.12.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.12.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 07.12.2017 კანონი №1696
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.03.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა 1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოებია: ა) სამინისტრო, რომელიც: ა.ა) ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის შესაბამისად ასრულებს სახელმწიფო საკოორდინაციო ცენტრისა და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ფუნქციებს; ა.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო მართვასა და კონტროლს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში; ა.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიას; ა.დ) აწარმოებს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრს; ბ) საქართველოს(ამოღებულია სოფლის- მეურნეობის07.12.2017, სამინისტრო,№1696); რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც: გ.ა) ახორციელებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების საბაჟო კონტროლს; გ.ბ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა მოიცავს: ა) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლს; ბ) გარემოსდაცვითი მოთხოვნების, გარემოს დაცვის ნორმების, სახელმწიფო სტანდარტების, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების და ვეტერინარული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; გ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციისა და ანგარიშგების ობიექტურობის/სისწორის კონტროლს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების კონტროლს. 3. თუ გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში საქმიანობით შეიქმნა ან შეიძლება შეიქმნას პოტენციური საშიშროება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება ამ საქმიანობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ. 4. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2017.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 02/10/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება