თავი V — მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების დოკუმენტები
1. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი” დაიტანება დოკუმენტებზე, რომლებიც შეიცავენ საიდუმლო ან კონფიდენციალურ ინფორმაციას.
2. რეკვიზიტი ,,დოკუმენტის ხელმისაწვდომობის გრიფი” საიდუმლო ან კონფიდენციალურ დოკუმენტზე დაიტანება 3X4 ზომის შტამპის სახით. შტამპს დოკუმენტზე დაიტანს მხოლოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი - საკრებულოს ან გამგეობის აპარატის უფროსი. გასაიდუმლოების შტამპზე ამოტვიფრულია წარწერა ,,საიდუმლოდ”.
3. გასაიდუმლოების შტამპი დაიტანება დოკუმენტის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ცაგერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2015.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 01/10/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება