თავი XV — სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობის დისციპლინური გადაცდომა
1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება - გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ერთი თვის ვადი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/11/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება