საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2132
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №213 2

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე:

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში - დეპარტამენტი) 2014-2015 წლებში განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ რიყის ცენტრში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების არსებული საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.

2. დეპარტამენტმა 2015 წელს უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების განხორციელება.

3. დეპარტამენტმა, ამ განკარგულების მეორე პუნქტით განსაზღვრული, 2015 წელს განსახორციელებელი, სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს მისთვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი