1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში,  ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ქირით უზრუნველყოფის დაფინანსებას   მიიღებს გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი ბენეფიციარი.

2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  გამგებლის სახელზე ;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გამქირავებლის, ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომ მის სახელზე საცხოვრებელი ფართი არ ირიცხება;

ე) საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) უსახლკარობის დამადასტურებელი აქტი ტერიტორიული ერთეულიდან, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სამი მეზობლის ხელმოწერა მაინც( პირადი ნომრის მითითებით).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.