ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2014 წლის 29 დეკემბერი ქ. ჭიათურა |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 და 21 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამ სახეობებს განეკუთვნება:
|
ა)
60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
|
ბ)
20 მ3-მდე მოცულობის, 10 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მ-მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;
|
გ)
გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;
|
დ)
შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5 მ-ისა;
|
ე)
V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);
|
ვ)
კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/ თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
|
ზ)
გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა; |
თ)
საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი 2,5 მ-მდე სიმაღლისა და 6 მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები; |
ი)
ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;
|
კ)
ლანდშაფტური მშენებლობა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით შესაძლებელია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე, მათ შორის, საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე, გარდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა/განთავსება დაუშვებელია, თუ შენობა-ნაგებობების ნებისმიერი ფასადი მდებარეობს:
|
ა)
შიდა სახელმწიფოებრივი გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და შენობა-ნაგებობებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით; |
ბ)
ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 20 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
|
გ)
ქ.ჭიათურის ცენტრალურ ზონაში (ნინოშვილის, წერეთლის, ძმები დეკანოზიშვილების (ყოფილი 1 მაისის), ყაზბეგის, იაშვილის, თხელიძის, ნიკოპოლის, ტოლსტოის, აბაშიძის, 26 მაისის, ჭავჭავაძის ქუჩები) I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის /განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
|
დ)
მდინარეების სანაპიროზე, კალაპოტიდან ორივე მხარეს 50 მეტრზე ნაკლებ ზოლში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის (გარდა პირველი მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით;
|
ე)
სტიქიური და საშიში გეოლოგიური პროცესების ადგილებში. I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის/განთავსებისათვის სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, რაც გაიცემა II კლასის მშენებლობისათვის დადგენილი წესით.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას, რომელიც გამოიყენება სამყოფად (საცხოვრებლად), მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამატებით დაურთოს მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა.“.
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
|
| მუხლი 6 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 01 ივლისის №14 დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/ მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ (სსმ, 06/07/2011).
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“?
- „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ მიღებულია 29.12.2014. მიმღები ორგანო — ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №48. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.129.016147.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“, №48, 29.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016147 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2644626/