,,სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.10.003.000.798
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 31/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2007 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საქვეუწყებო  დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნისა და ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაში შეიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტი.

2. საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) საგამოძიებო დეპარტამენტი.“.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ამ დადგენილების შესაბამისად განხორციელებული ცვლილება გაითვალისწინოს ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას.

4. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი