1. ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირი ვალდებულია განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია (კერძოდ, გარემოსდაცვითი მმართველის სახელი და გვარი) დაუყოვნებლივ ეგზავნება სამინისტროს.
2. გარემოსდაცვითი მმართველის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობებია:
ა) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და გაახლება;
ბ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება;
გ) ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება.
3. გარემოსდაცვითი მმართველის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობები არ ამცირებს კომპანიის ვალდებულებას, შეასრულოს ამ კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
თავი IVმუნიციპალური ნარჩენების მართ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.12.2014).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. გარემოსდაცვითი მმართველი 1. ამ კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირი ვალდებულია განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი. მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია (კერძოდ, გარემოსდაცვითი მმართველის სახელი და გვარი) დაუყოვნებლივ ეგზავნება სამინისტროს. 2. გარემოსდაცვითი მმართველის ნარჩენებთან დაკავშირებული მოვალეობებია: ა) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის მომზადება და გაახლება; ბ) კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზება; გ) ნარჩენების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე შიდა კონტროლის განხორციელება. 3. გარემოსდაცვითი მმართველის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობები არ ამცირებს კომპანიის ვალდებულებას, შეასრულოს ამ კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები. თავი IVIVმუნიციპალური მუნიციპალური ნარჩენების მართვამართ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარჩენების მართვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება