1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს:
ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად;
ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად;
გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს:
ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;
ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად;
გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად.
21. 2025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.
3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად.
4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
5. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი/პროექტები, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
6. ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ აქტს იღებს საქართველოს მთავრობა.
7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
8. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
9. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები.
10. სამინისტრომ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტის − „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2198 – ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3065 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5302 – ვებგვერდი, 04.12.2019წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 30.12.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 13.12.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 13.12.2024 კანონი №157
- 26.11.2019 კანონი №5302
- 05.07.2018 კანონი №3065
- 20.04.2018 კანონი №2198
- 21.12.2016 კანონი №124
- 24.06.2016 კანონი №5563
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. ამ კოდექსის საფუძველზე მისაღები და გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები 1. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აგვისტომდე მიიღოს: ა) „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად; ბ) „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად; გ) „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 2. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს: ა) „მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად; ბ) „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად; გ) „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად. 21. 20202025 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 20252028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. 3. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების შესახებ“ დადგენილება ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად. 4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად. 5. 2016 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ერთი ან რამდენიმე კანონქვემდებარე აქტის პროექტი/პროექტები, რომლითაც/რომლებითაც განისაზღვრება ნარჩენების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-6 ნაწილის და მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. 6. ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სამედიცინო ნარჩენების მართვის შესახებ აქტს იღებს საქართველოს მთავრობა. 7. 2017 წლის 31 ოქტომბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სამინისტრომ გამოსცენ ერთობლივი კანონქვემდებარე აქტი ცხოველური ნარჩენების მართვის შესახებ ამ კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად. 8. 2015 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება ამ კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. 9. 2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ბრძანებით განსაზღვროს იმ საქმიანობების ნუსხა, რომელთა შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება და რომლებზედაც ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. 10. სამინისტრომ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტის − „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, ამ კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარჩენების მართვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება