1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება.
2. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; აღნიშნულ შემთხვევებში ნებართვის გაცემის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მომენტიდან).
5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილებით. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.
6. ნებართვა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236
საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4214 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2262 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3571 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6916 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3796 – ვებგვერდი, 20.12.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3796
- 15.07.2020 კანონი №6916
- 31.10.2018 კანონი №3571
- 04.05.2018 კანონი №2262
- 22.02.2011 კანონი №4214
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება. 2. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ. 3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. 4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა (გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის 28-ე და 281 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; აღნიშნულ შემთხვევებში ნებართვის გაცემის პროცესი დასრულებულად ჩაითვლება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მომენტიდან). 5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შესაბამისისათანადო გადაწყვეტილებით,გადაწყვეტილებით. ხოლო ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261−263261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებასაგანცხადებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ამ კანონის 261, 262 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმაწარმომადგენლობითი ორგანომორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაადგინოსდადგინდეს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები. საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №628 - სსმ I, №36, 12.12.2008 წ., მუხ.236 საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3735 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ.,მუხ.360 თავი VIII. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. ნებართვის გაუქმება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება