1. თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაცემული ლიცენზია ან ნებართვა, რომელიც ამ კანონით რეგულირდება, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.
3. თუ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაიცემოდა ლიცენზია და ამ კანონის ამოქმედებიდან გაიცემა ნებართვა, ან პირიქით, ისე, რომ არსებითად არ შეცვლილა სალიცენზიო ან სანებართვო პირობები, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის გაცემა. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი მოწმობა.
4. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4532 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.06.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (08.04.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივი სტატუსი 1. თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაცემული ლიცენზია ან ნებართვა, რომელიც ამ კანონით რეგულირდება, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში. 3. თუ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაიცემოდა ლიცენზია და ამ კანონის ამოქმედებიდან გაიცემა ნებართვა, ან პირიქით, ისე, რომ არსებითად არ შეცვლილა სალიცენზიო ან სანებართვო პირობები, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის გაცემა. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი მოწმობა. 4. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2002007 7 წლის 28 მარტმარტის ის კანონი №№4532 4532 - სსმ I, №№15, 1523.04.2007 , 23 . 04 .200 7 წ., მუხ. 121მუხ.1
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება