1. პროფესიული საქმიანობა რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
2. 2005 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პროფესიული საქმიანობის რეგულირება შემდეგი ძირითადი პრინციპების მიხედვით:
ა) პროფესიული საქმიანობების სრული თვითრეგულირება – (ჩვეულებითი რეგულირება) არაარსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;
ბ) ნაწილობრივი თვითრეგულირება – არსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;
გ) სახელმწიფო რეგულირება – მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 24.06.2005).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (21.11.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 42. პროფესიულ საქმიანობათა რეგულირების სისტემის განსაზღვრა 1. პროფესიული საქმიანობა რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით. 2. 2005 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პროფესიული საქმიანობის რეგულირება შემდეგი ძირითადი პრინციპების მიხედვით: ა) პროფესიული საქმიანობების სრული თვითრეგულირება – (ჩვეულებითი რეგულირება) არაარსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის; ბ) ნაწილობრივი თვითრეგულირება – არსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის; გ) სახელმწიფო რეგულირება – მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის. თავი XII. დასკვნითი დებულებანისაქმიანობისათვი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება