მუხლი 2. 1. საკრებულოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის საფუძვლად შექმნილი სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების დამდგენი სამუშაო ჯგუფი წარმოადგ
ა. სამუშაო ჯგუფის მიერ სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების დაფიქსირების მომენტისთვისა და მის შედეგად დაზიანებული კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის შედგენილი დათვალიერების აქტი (ფოტო-მასალა, სიტუაციური აღწერილობა).
ბ. სტიქიის (სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) შესახებ ცნობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან.
გ. მოსავლის განადგურების პროცენტულ მაჩვენებელზე ინფორმაცია, რომელიც დგინდება სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად დაზიანებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სამუშაო ჯგუფის დასწრებით მოსავლის აღებისას, ადგილზე ხორციელდება შერჩევითი საკონტროლო ჭრა, რომელიც ტარდება დაინტერესებული პირის მიერ და მიღებული მონაცემები უფარდდება საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებელს.
2. მოსავლის განადგურების სხვა მიზეზის გამორიცხვის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა სტიქიის (სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყერის და სხვა) შესახებ კონკრეტული მიწის ნაკვეთიზე;
ბ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების აგროტექნიკურ ვადებში ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები.
გ. ნიადაგის გამოკვლევის დამადასტურებული დოკუმენტი (დასკვნა გაცემული ლაბორატორიის მიერ, ნიადაგის ლაბორატორიული ტესტირება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 206-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც მისაღები მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხლის, სეტყვის, გვალვის, წყალდიდობის, მეწყრის და სხვა) ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ცნობის (განკარგულების) გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №7, 27.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016215 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2697889/muxli-2-2/