თავი VII — სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემისა და გამოქვეყნების შეზღუდვა, ამ ინფორმაციის გაცნობა და გადაცემა
1. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საქართველოს ფარგლების გარეთ გასატანად მასალების მომზადებისას სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), ფიზიკური პირი ვალდებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად ამ კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელოს.
2. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აანალიზებს გამოქვეყნების შესაძლო შედეგებს.
3. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
თავი VIII
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაც
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3944
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (12.03.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების შეზღუდვა 1. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში გამოსაქვეყნებლად, გასავრცელებლად ან საქართველოს ფარგლების გარეთ გასატანად მასალების მომზადებისას სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), ფიზიკური პირი ვალდებულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაცავად ამ კანონის მოთხოვნებით იხელმძღვანელოს. 2. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების შედეგებსშემთხვევაში მეთვალყურეობს საქართველოს შინაგანსახელმწიფო საქმეთაუსაფრთხოების სამინისტრო.სამსახური აანალიზებს გამოქვეყნების შესაძლო შედეგებს. 3. პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში, აგრეთვე ინტერნეტსივრცეში სახელმწიფო საიდუმლოების გამოქვეყნების წინასწარი კონტროლი დაუშვებელია. თავი VIII ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაციაინფორმაც
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/03/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება