და
ენერგეტიკული
უსაფრთხოებასოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
ბ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება და პროგნოზირება, შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;
გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია;
დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება;
ვ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება;
ზ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
თ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
კ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ლ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისა და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4397 – ვებგვერდი, 08.04.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.04.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 02.04.2019 კანონი №4397
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოებაუსაფრთხოებასოციალურ-ეკონომიკური სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) სოციალურ-ეკონომიკური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება და პროგნოზირება, შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია; დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; ვ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება; ზ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; თ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ი) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებსა და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; კ) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ლ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისა და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 23/03/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება