მუხლი 4. 1. საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება ოქმის შემდგენელ დაწესებულებაში, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, ხოლო მეორე ეგზემ
2. იმ შემთხვევაში, როდესაც დამრღვევი ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) რჩება უფლებამოსილ პირთან, რომელმაც განახორციელა მათი შევსება, მეორე ეგზემპლარი განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო მესამე ეგზემპლარი (სათანადოდ დამოწმებული ასლი) ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრისათვის საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფოსტით ჩაბარებისა და საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე მიმღების მიერ სათანადო ხელმოწერის დაფიქსირებისთანავე.
4. დამრღვევის მიერ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ჯარიმის იძულებითი აღსრულება ხდება საქმის განმხილველი ორგანოს დადგენილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესი
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმისწარმოება— ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-თ გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და საქმის წარმოება— საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-13 და მე-15 ნაწილებით, 1253 მუხლით, 135-ე და 1351 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №8, 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 020080160.35.132.016254 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2778619/muxli-4/