მუხლი 40🔗

ზოგადი და კერძო ხელშეკრულებებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც კონკრეტულად ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარეების მიერ არბიტრაჟისთვის სავალდებულო მიმართვას, აღნიშნული მხარეები იტოვებენ უფლებას დადონ ახალი შეთანხმებები, იქნება ეს ზოგადი თუ კონკრეტული, იმ მიზნით, რომ სავალდებულო არბიტრაჟი ყველა იმ საქმეზე გაავრცელონ, რომელთა განხილვაც, მათი აზრით, არბიტრაჟითაა შესაძლებელი.