მუხლი 90🔗

წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ წერილობით. თუმცა, თითოეული მხარე უფლებამოსილია ითხოვოს მოწმეთა და ექსპერტთა დაბარება. ტრიბუნალს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს ზეპირი ახსნა-განმარტება ორივე მხარის წარმომადგენლებისგან, ისევე როგორც ექსპერტებისგან და მოწმეებისგან, რომელთა ყოფნაც საქმის განხილვის დროს ტრიბუნალმა სასარგებლოდ შეიძლება ჩათვალოს.