1. მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს დიაგნოსტიკური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა, №3 დანართის შესაბამისად.
2. პროგრამის მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში, პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70%-ს, გარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 30%-ს.
3. პროგრამის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებით პროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ხორციელდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე