თავი X — ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში
1. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ან შეეძლო შეექმნა ფრენის უსაფრთხოებისათვის ან/და საავიაციო უშიშროებისათვის, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მეორედ ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6094 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2872 – ვებგვერდი, 23.12.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.12.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 11.12.2014 კანონი №2872
- 26.04.2012 კანონი №6094
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330100118002319564 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.10.2018
ირ---–- ცე--–---ე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ) და 111, 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, ე.ი. სქესობრივი კავშირი ძალადობით და ძალადობის მუქარით). ორივე შემთხვევაში მსხვერპლს წარმოადგენდა გვ--–- იო---–---ი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება