1. აკრძალული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება ან უნებართვოდ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სპეციალურ ნებართვას (ლიცენზიას) საჭიროებს, −
გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხასიდან ხუთას ლარამდე.
2. მეურნე სუბიექტების საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში მათ მიერ სავაჭრო ოპერაციების (მომსახურების) განხორციელება −
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების შვიდასი მინიმალური ოდენობით.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1986 წლის 11 ივნისის ბრძანებულება №785 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1986 წ., მუხ.140
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 15 თებერვლის კანონი №416 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №15, თებერვალი, 1994 წ., მუხ.287
საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32
საქართველოს 1998 წლის 28 ნოემბრის კანონი №1703 – სსმ I, №6, 24.12.1998წ., მუხ.47
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5203 – ვებგვერდი, 22.11.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.11.2011-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 08.11.2011 კანონი №5203
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-426-421(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.04.2013
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ვინაიდან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად დარიცხულ ჯარიმას და არა საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევას.
- საქმე №ას-1338-1356-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2011
…წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო პალატამ მიუთითა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც შ. მ-ი, მცხოვრები ქ.ზესტაფონში, მ-ის ქ¹62/ბ-2-ში, ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა უნდა ჩარიცხულიყო საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში (კოდი 300193252).
- საქმე №ბს-118-117(კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2011
აღნიშნულის შესაბამისად გაფორმდა¹0735 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 164.3 მუხლის მითითებით. საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით არარეზიდენტის მიერ საქართველოს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება