თავი XIV — მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. სავალუტო ოპერაციების ლიცენზიის გარეშე წარმოება ან მომსახურება –
გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 50 მინიმალური ოდენობით, თანამდებობის პირის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 70 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
2. უცხოური ვალუტის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლაზე ვალუტის გადამცვლელი დაწესებულების მუშაკის მიერ უსაფუძვლოდ უარის თქმა –
გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების 80 მინიმალური ოდენობით, ხოლო თუ საქმის გარემოების მიხედვით, დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, − ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 თებერვლის კანონი №656 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 1994-1995წწ., მუხ.663
საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 19 სექტემბრის კანონი №808 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №31-33, აგვისტო-ოქტომბერი, 1995 წ., მუხ.689
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.08.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.08.2014 კანონი №2649
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310017001799873 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
…2(2) ნაწილით, 153(3) მუხლის მე-2 ნაწილით, 153(6) მუხლის მე-2 ნაწილით, 155(2), 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 174(15) მუხლის მე-4 ნაწილით, 175(2), 177(1) და 178-ე მუხლებით და 181(1) მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა; გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება." ქ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება