თავი XIV — მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით ან/და იმავე კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა −
გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.04.2025 კანონი №452
- 31.05.2023 კანონი №3101
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №190100119002891737 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.12.2019
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 182-ე, 183-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სახეობების აღნიშვნით.
- საქმე №140100118002492158 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2019
აპელანტის პოზიციით მსჯავრდებული მ------ ვ---–---–ი უნდა იქნეს დამნაშავედ ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნაწილში, ვინაიდან მას დოკუმენტურად გასული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ვადა და მისი ქმედება მიეკუთვნება სისხლის სამართლის წესით დასჯად დანაშაულს და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე ადმნინისტრაციულ სამართალდარღვევას. ბრალდების მხარეს მუქარის ნაწილში უთითებს იმ გარემოებას, რომ…
- საქმე №190100119002891737 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.05.2019
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 182-ე, 183-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სახეობების აღნიშვნით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება