1. თანამდებობის პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, შეუძლიათ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში და მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას განახორციელონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელების დადება.
2. იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც ამ კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული ორგანოების სახელით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1168-997-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2005
კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 204-ე მუხლით, რომლის თანახმად, იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომლებიც ამ კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ორგანოების სახელით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ადგენენ საკანონმდებლო აქტები და მთავრობის დადგენილებები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება